Робота для біженців з України
გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
კომპანია "Sakura Properties", რომელიც საერთაშორისო მეთოდებით მუშაობს მაღალი კლასის უძრავ ქონებაზე, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს გაყიდვების დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე, ზრდის პერსპექტივით.

მოვალეობები:

** ზარებზე, შეტყობინებებზე პასუხი და კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** უძრავი ქონების ბაზების წარმოება (არსებული ინფორმაცია შეგყავთ ბაზებში)
** გუნდის სხვა წევრებისთვის ბაზიდან ინფორმაციის გაზიარება
** ონლაინ პორტალებზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძიება და განთავსება

გეძებთ შენ, თუ ხარ:

** კომუნიკაბელური - ახალი ადამიანების გაცნობა და დახმარება შენთვის სიამოვნებაა
** განვითარებაზე ორიენტირებული - გიყვარს ახალი ცოდნის მიღება
** მიზანდასახული - 10-12 თვის შემდეგ შესაძლებლობა გაქვს გახდე ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროფესიის წარმომადგენელი, დაწინაურდე უძრავი ქონების სპეციალისტის პოზიციაზე
** გარკვეული საოფისე პროგრამებში - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
** თუ მინიმუმ დამწყებ დონეზე იცი ინგლისური - ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად
** განვითარებაზე ორიენტირებული - გიყვარს ახალი ცოდნის მიღება

რას მიიღებ ჩვენი მხრიდან:

** სრულ ტრენინგს გაყიდვების, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით
** სამოტივაციო აქტივობებს და წამახალისებელ ბონუსებს
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომას (რაც, სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
** ნამდვილად მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
** ანაზღაურებას: თვეში 800 ლარი ფიქსირებული + 5% გაყიდვებიდან (ჩვენი გაყიდვების ასისტენტები პროცენტებით თვეში აღწევენ 1000-2000 ლარამდე)
** დაზღვევის თანადაფინანსებას

ჩვენი ინსტაგრამი: https://www.instagram.com/sakura.properties/

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00

ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1xDgNPlbwWVgoqdxV5MJ-5WTLe4R58PovRyM77fR65gk/edit
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე