Робота для біженців з України
ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - Glovo / Wolt
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - Glovo / Wolt
მომწოდებელი: მინთი მარკეტი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
შპს "მინთი მარკეტი" - თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე.

გუნდის გაფართოების მიზნით ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ონლაინ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე გაყიდვების ზრდაზე, პროდუქციის/მენიუს მართვასა და ყოველდღიური ონლაინ ოპერაციების კონტროლზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე კომპანიის გვერდების/მაღაზიის ყოველდღიური მართვა;
** პროდუქციისა და მენიუს განახლება, ფასების, აღწერებისა და ფოტო-მასალის კონტროლი;
** ონლაინ შეკვეთების მონიტორინგი და გაყიდვების პროცესის გამართულად წარმართვა;
** გაყიდვების ზრდისთვის სხვადასხვა შეთავაზებების, აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა და განხორციელება;
** პლატფორმებზე პროდუქციის სწორად განთავსებისა და ხილვადობის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** გაყიდვების, შეკვეთების, საშუალო ჩეკისა და სხვა ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება;
** Glovo-სა და Wolt-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების მოგვარება;
** შეკვეთებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;
** მარაგებისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი, რათა ონლაინ პლატფორმებზე პროდუქცია მუდმივად აქტიური და ხელმისაწვდომი იყოს;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული გაყიდვების ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების ზრდის ახალი შესაძლებლობების მოძიება და ინიციატივების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ონლაინ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** Glovo-სა და/ან Wolt-ის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** Excel/Google Sheets-ის ცოდნა;
** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 1000.00 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: aurasova14@gmail.com ან დაგვიკავშირდით + 995 598 77 09 67
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე