Робота для біженців з України
მერჩენდაიზერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერის მენეჯერი
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის მენეჯერის (საკუთარი ავტომობილით) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8:30-18:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა/კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, მუდმივი ჩართულობა მუშაობის პროცესში;
** კონკრეტულ ობიექტებზე, კომპანიის კუთვნილი პროდუქციის, თაროზე წარდგენა-მოწესრიგება, ვადების და ნაშთის კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე რეგულარულად მოახდინოს მერჩენდაიზერის მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი
** სტაჟირების პროცესის მართვა დადგენილი წესის შესაბამისად, სტაჟიორთა პროფესიული მხარდაჭერა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მუშაობის მოტივაცია;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office@ilgeorgia.ge

ელექტრონული წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "აის ლენდ ჯორჯია"-ს მიერ.მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე