"SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი", 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, შრომითი უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.
ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
საქმიანობის აღწერა:
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
** საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
** სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
** ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის
ძირითადი მოთხოვნები:
** აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია).
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო ადგილი: გარე ობიექტებზე მუშაობა თბილისში
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
|