DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1400 ლარი
სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი (კლინიკა ვივამედის გვერდით)
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში შემოსული ტვირთის დახარისხება და დალაგება
** განბაჟებული ტვირთების გაცემის დროს ტვირთისა და დოკუმენტაციის შემოწმება.
** დოკუმენტაციის და ნორმების დაცვით ტვირთის განაწილება საწყობში
** საწყობის ინვენტარიზაცია
** ტვირთების გაცემის პროცესში დოკუმენტაციის გადამოწმება
** საწყობის მართვის სისტემაში მონაცემების ზუსტი და დროული აღრიცხვა
** ტვირთის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება და დაზიანების შემთხვევაში ზომების მიღება
** საწყობის შიდა წესების დაცვა
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა ტვირთის გადაადგილებაზე.
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია საწყობის მართვის სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office, Windows, კარგი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებული;
** ფიზიკური დატვირთვის გაწევის უნარი და მზადყოფნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
|