Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: მეტეხის კუთხე
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
ახალი კაფე-ბარი "მეტეხის კუთხე" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს. სამუშაო მოიცავს მომხმარებლის მომსახურებას, შეკვეთების მიღებასა და სალაროსთან მუშაობას.

სამუშაო პირობები

** სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00 საათამდე;
** სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში;
** ანაზღაურება: 1, 200 ლარი ხელზე თვეში;
** სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14.

თანამშრომლებს წინასწარი შეთანხმებით შეეძლებათ ერთმანეთში ცვლების გაცვლა.

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებლის შეკვეთების მიღება;
** სალაროს პროგრამასთან მუშაობა და ანგარიშსწორება;
** ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება;
** შეკვეთების სწორად დაფიქსირება და სამზარეულოსთვის გადაცემა;
** მომხმარებელთან თავაზიანი და მოწესრიგებული კომუნიკაცია;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ცვლის ბოლოს სალაროს სწორად ჩაბარება.

მოთხოვნები

** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** ყურადღება და სიზუსტე ანგარიშსწორებისას;
** სისუფთავისა და სამუშაო წესრიგის დაცვა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: +995 595 967 849

ელფოსტა: Info@theoptimisticvision.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე