Робота для біженців з України
პირადი/საოფისე მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი/საოფისე მძღოლი
მომწოდებელი: როგანტინი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
"როგანტინი" აცხადებს ვაკანსიას პირადი/საოფისე მძღოლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკით: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, საჭიროების შემთხვევაში შაბათიც)
ანაზღაურება: 1500 ლარი +ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ხელმძღვანელობის, თანამშრომლების ან სტუმრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა დადგენილი მარშრუტების მიხედვით.
** ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი (ზეთი, საბურავები, საწვავის დონე და ა.შ.).
** ავტომანქანის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება (როგორც სალონის, ისე გარე ვიზუალის).
** საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის ან მცირე ამანათების ადრესატამდე უსაფრთხოდ მიტანა.
** საგზაო მოძრაობის წესების მკაცრი და უპირობო დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა: B კატეგორია (სასურველია დამატებითი კატეგორიებიც).
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-5 წელი მძღოლის პოზიციაზე (პირადი ან საოფისე მძღოლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** ქალაქის (და რეგიონის) ქუჩებისა და ალტერნატიული მარშრუტების კარგად ცოდნა.
** საგზაო მოძრაობის წესების უზადო ცოდნა და სუფთა მართვის ისტორია (ავარიებისა და უხეში დარღვევების გარეშე).
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობაში

პიროვნული თვისებები:

** ვიზუალური მხარე: აუცილებელია მოწესრიგებული, კლასიკური/საქმიანი სტილის ჩაცმულობა (Dress Code) და პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა.
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტური მართვა.
** თავაზიანობა, კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიონალური ეთიკა.
** სტრესულ სიტუაციებში (მაგ. საცობები) სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.
** მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური გარეგნობა.

როგორ მოგვმართოთ:დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: info@rogantini.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "მძღოლის ვაკანსია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე