Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: GeoPaper
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/

სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾, საგამოცდო პერიოდის შემდეგ 1500 ₾

მოვალეობები:

** შესყიდვებისა და გაყიდვების თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება/რეესტრის წარმოება;
** შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის თანამშრომლობა ლოგისტიკის სამსახურთან;
** სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი;
** ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვებისა და ტრანსპორტირების დოკუმენტების დახარისხება/დაარქივება;
** კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
** ადგილობრივი შესყიდვების დროულად განხორციელება (საკანცელარიო მიმართულებით)

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** Fitpass სარგებლობის შესაძლებლობას;
** კვების თანადაფინანსებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.ge

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!

"რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე