Робота для біженців з України
გერმანული ენის მასწავლებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: New Challenge
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
საგანმანათლებლო ცენტრი "New Challenge" აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებისთვის საინტერესო, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

ძირითადი მოვალეობები:

** გერმანული ენის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
** მოსწავლეთა ცოდნისა და პროგრესის შეფასება;
** თანამედროვე და პრაქტიკული სასწავლო მეთოდების გამოყენება;
** ცენტრის აკადემიურ გუნდთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ენის კარგი ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** მოსწავლეებთან მუშაობის სურვილი და უნარი;
** სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო ფორმატი:

** შესაძლებელია როგორც ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლობა, ასევე საწყის ეტაპზე რამდენიმე სასწავლო ჯგუფის აყვანა. სამუშაო გრაფიკი შეთანხმდება ინდივიდუალურად.
** ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს კანდიდატი, რომელსაც სურს გრძელვადიანი თანამშრომლობა და გერმანული ენის მიმართულების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენი სწავლების გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე: newchallenge20.edu@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე