Робота для біженців з України
დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე

შენი როლი იქნება:

** კერძების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** პროდუქციის მარაგებისა და ხარისხის კონტროლი;
** საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, ასევე HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კულინარიული ტექნიკისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

რას გთავაზობთ:

** საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის წევრ სასტუმროში მუშაობის შესაძლებლობას;
** ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლების პროგრამით სარგებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ტრენინგებს;
** გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქუჩა N1;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 საათიანი ცვლები;
** ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@archihospitality.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე