Робота для біженців з України
სისუფთავის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისუფთავის მენეჯერი
მომწოდებელი: კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
სსიპ "ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სისუფთავის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 49.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სკოლის სივრცეებში დასუფთავების პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია, ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დამლაგებლების სამუშაოს განაწილება, გრაფიკის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** სკოლის სივრცეებში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დასუფთავების პროცესის ორგანიზების ან გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდთან თანამშრომლობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ან მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@komarovi.edu.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "სისუფთავის მენეჯერი".

განცხადების ვადა — 1 თვე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე