Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Gameboy
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
ახლად გახსნილი გეიმინგ კლუბი "Gameboy", რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე, ეძებს ადმინისტრატორს.

კლუბში განთავსებულია 15 გეიმინგ კომპიუტერი და 2 PlayStation 5.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება და მომსახურება;
** სათამაშო დროის ჩართვა და ანგარიშსწორება;
** ჯავშნების მიღება და შესაბამის სისტემაში ინფორმაციის შეყვანა;
** მომხმარებლებისთვის პირველადი ტექნიკური დახმარების გაწევა;
** პროდუქციისა და მარაგების კონტროლი;
** ტურნირებისა და სხვა ღონისძიებების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
** კლუბის ინვენტარის მოფრთხილება და სამუშაო სივრცეში წესრიგის შენარჩუნება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კომპიუტერული და საბაზისო ტექნიკური უნარები;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გეიმინგ გამოცდილება და პოპულარული თამაშების ცოდნა - CS2, Dota 2, League of Legends, PUBG, Valorant, Fortnite და სხვა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სასურველია:

** მომხმარებელთა მომსახურების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** მარტივი ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, მიცკევიჩის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დილისა და საღამოს ცვლებში
ანაზღაურება: 1, 300 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამომიგზავნოთ CV ელფოსტაზე: mishkaqumsishvili@gmail.com.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV-სთან ერთად მოკლედ მოგვწერონ თავიანთი გეიმინგ და ტექნიკური გამოცდილების შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე