Робота для біженців з України
დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1300 ლარი
** გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 21:00 საათამდე
** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება,
მოწესრიგება;
** პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის
შესწავლა და მოხმარება.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება
უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო
გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის
მისამართზე: hr@easyway.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დღის ცვლის საწყობის თანამშრომელი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577238003.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე