კერძო საბავშვო ბაღი "სადგური მწვანე" ეძებს ენერგიულ და მოსიყვარულე აღმზრდელს.
ჩვენთან გელით პოზიტიური გარემო და მეგობრული გუნდი!
მდებარეობა: ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი/სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 500/1000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ასაკობრივი განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
** ჯგუფში უსაფრთხო, თბილი და მზრუნველი გარემოს შექმნა;
** ბავშვების სოციალური და ემოციური უნარების განვითარების მხარდაჭერა;
** მშობლებთან პოზიტიური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სკოლამდელი განათლების, ფსიქოლოგიის ან პედაგოგიკის მიმართულებით);
** სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, თბილი და ემპათიური მიდგომა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული (66 საათიანი) - სასურველია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: sadgurimtsvane@gmail.com. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "აღმზრდელ-პედაგოგი".
შენიშვნა: შერჩეული კანდიდატები მუშაობას დაიწყებენ 2027 წლის იანვრიდან. გასაუბრებები და შერჩევის ეტაპი განხორციელდება წინასწარ.
|