კომპანია "ე-ბილდვეი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია "ე-ბილდვეი" სამშენებლო ტექნიკის და მასალების იმპორტიორია საქართველოში. კომპანია 2023 წლიდან ოფიციალური დილერია Potain-ის ბრენდის კოშკურა ამწის, რომელიც უკონკურენტო ლიდერია მსოფლიო ბაზარზე კოშკურა ამწეების მრავალრიცხოვანი ასორტიმენტით, პრემიუმ ხარისხით, საიმედოობით, უსაფრთხოებითა და ინოვაციურობით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება ბუღალტერს კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების წარმოებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** ინვოისების გამოწერა და კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა/დადასტურება;
** შესყიდვებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
** შემოსული და გასული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** მომწოდებლებისა და მომხმარებლების დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციებისა და ამონაწერების დამუშავება;
** მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების მომზადება;
** RS.ge-ზე შესაბამისი ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
** საჭიროების შემთხვევაში მარაგებისა და საწყობის აღრიცხვაში მონაწილეობა;
** მთავარ ბუღალტერთან კოორდინირებული მუშაობა და მისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე პროფესიების მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** ინვოისების, ზედნადებებისა და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წარმოების უნარი;
** RS.ge-სთან მუშაობის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა BALANCE-ში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** ციფრებთან მუშაობის სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დისციპლინა;
სასურველი გამოცდილება:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ამასთან, განვიხილავთ ნაკლები გამოცდილების მქონე კანდიდატსაც, თუ მას აქვს ბუღალტრული აღრიცხვის კარგი ცოდნა და შეუძლია
სამუშაო პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** 5-დღიან სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: HR@Buildway.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|