სასტუმრო "Aivani Hotel Old Tbilisi" რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ცენტრალურ უბანში, მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით, აცხადებს ვაკანსიას მიღება - განთავსების ოპერატორის პოზიციაზე.
მისამართი: სამღებროს ქუჩა 21
ანაზღაურება: 70 ლარი (1 ღამე - საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე)
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე დასვენება, 2 დღე სამუშაო ღამის ცვლა (12 საათიანი სამუშაო ცვლა), საშუალოდ თვეში 15 ცვლა; 2 სამუშაო დღე კვირაში - დღის სმენის შემთხვევაში
ფუნქცია-მოვალეობები:
** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** გუნდური, შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული.
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** დეტალებისადმი ყურადღება;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.hotelaivani@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|