ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. 13-წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ საქართველოში ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში. კომპანიის პრიორიტეტია ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
პოზიციის მიმოხილვა:
ბრენდ მენეჯერი პასუხისმგებელია ბრენდის კონტაქტური ლინზების გაყიდვების ზრდაზე და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:00
ანაზღაურება: 2000 ლარი (Gross)
მოვალეობები:
** კონტაქტური ლინზების მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა
** ბრენდის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგების ორგანიზება და კონტაქტური ლინზების მიმართულებით სიახლეების გაცნობა/დატრენინგება
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი, KPI-ს კონტროლი და ანალიტიკის ჩატარება
** ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობა
** გაყიდვების შედეგების, მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი;
** გაყიდვების რგოლის მოტივირება და მარკეტინგული აქტივობების დანერგვა.
** შეკვეთების განთავსება
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა, (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მსგავს (ბრენდ-მენეჯერის) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება ოპტიკის ან/და ფარმაციის მიმართულებით მსგავსი (ბრენდ-მენეჯერის) გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
** ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას
** მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას
კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ბრენდ მენეჯერი).
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|