Робота для біженців з України
ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში, ასევე საქართველოდან აშშ-სა და ჩინეთში, ძირითადად საზღვაო გადაზიდვებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და გაყიდვების განვითარება;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** სატვირთო გადაზიდვების შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** საზღვაო, საჭიროების შემთხვევაში კი საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვების კოორდინაცია;
** ტვირთების გადაადგილების პროცესის კონტროლი;
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების გამოცდილება (აუცილებელია);
** საზღვაო გადაზიდვების პროცესების კარგი ცოდნა;
** ოპერაციული პროცესების ცოდნა: იმპორტი/ექსპორტი, დოკუმენტაცია, გადაზიდვის ეტაპები და განბაჟება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +1 (725) 333-0025

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: toma@jejex.net

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე