Робота для біженців з України
სტაჟიორი - მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი - მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** მომსახურების პროცესში მენეჯერის მხარდაჭერა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგში ჩართულობა;
** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 30 სთ)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით
ანაზღაურება: 400- 500 ნეტ ლარი

თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე