Робота для біженців з України
ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ასკანელი
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
http://www.askaneli.ge
http://www.facebook.com/Askaneli1880
http://www.facebook.com/Askaneli-Garden

პოზიციის შესახებ:

** ვეძებთ დინამიურ ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერის რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი პროდუქტის განვითარების სრულ ციკლზე — იდეიდან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გაშვებამდე (Launch)
** ამ პოზიციაზე თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მარკეტინგული კამპანიების და პრომო

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვებისთვის (Launch) სრული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება კომპანიის გრძელვადიანი გრძელვადიანი მიზნების, ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესაბამისად; წინადადებების ინიცირება არსებული პროდუქტების გაუმჯობესებისთვის ბაზრის ტენდენციების ანალიზის საფუძველზე.
** მჭიდრო კოორდინაცია მრავალფუნქციურ გუნდებთან (წარმოება, შესყიდვები, ხარისხის კონტროლი, ფინანსები, გაყიდვები და მარკეტინგი) პროდუქტის პოზიციონირებისა და მთავარი გზავნილების შემუშავების მიზნით.
** პროექტის დაგეგმვა და მართვა კონცეფციიდან ბაზარზე გაშვებამდე (End-to-End).
** დიზაინის გუნდის შერჩევა, ტექნიკური დავალებების (TB) გაცემა და ეტიკეტის, ყუთისა თუ შეფუთვის ვიზუალური იდენტობის დამტკიცება.
** უშუალო თანამშრომლობა სტამბებთან, დიზაინერებთან და მომწოდებლებთან წარმოებაში გაშვებამდე.
** პროექტის ფინანსური, იურიდიული და დროითი ჩარჩოების განსაზღვრა, დაგეგმვა და მართვა.
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, გადახრების იდენტიფიცირება და კორექტირება.
** განხორციელებული კამპანიის ეფექტიანობის მაჩვენებლების (Metrics) მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში.
** მინიმუმ 4 წლის გამოცდილება პროდუქტის განვითარებაში (NPD), მარკეტინგული კამპანიების მართვაში (სასურველია FMCG ან ალკოჰოლური სასმელების სექტორში).
** წარმოების პროცესების, შეფუთვის ტექნოლოგიებისა და ხარისხის მართვის სისტემების ცოდნა.
** პროექტების მართვის ძლიერი უნარები — ბიუჯეტირება, ვადების დაგეგმვა და კროს-ფუნქციური გუნდების მართვა.
** ძლიერი ანალიტიკური კომუნიკაციური და პროექტების მართვის უნარები
** პროაქტიულობა, ინიციატივის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე