Робота для біженців з України
სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
იტალიური ბისტრო "Milanese Bistro" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე!

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისის სტანდარტების მართვა: დარბაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; მომსახურების მაღალი ხარისხის დანერგვა და კონტროლი.
** გუნდის ლიდერობა: მიმტანებისა და ბარმენების მართვა, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია და ტრენინგი.
** სტუმრებთან ურთიერთობა: სტუმრების მიღება, მათი კმაყოფილების მონიტორინგი და ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციის/პრეტენზიის პროფესიონალურად მოგვარება.
** საოპერაციო პროცესები: სალარო ოპერაციების კონტროლი, დარბაზის ინვენტარისა და სისუფთავის ზედამხედველობა.
** მარკეტინგული აქტივობები: სამზარეულოსთან და ბართან კოორდინაციით, სპეციალური შეთავაზებებისა და იტალიური გასტრონომიული დღეების მხარდაჭერა დარბაზში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო სფეროში (სასურველია პრემიუმ ან კონცეპტუალურ ობიექტებში) მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.
** სასურველია სარესტორნო პროგრამების ცოდნა (მაგ.fina ან მსგავსი).
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

რას ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას 1800
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
** უფასო კვებას.
** გრაფიკი 5/2-ზე

CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: bistroground84@gmail.com. სათაურში მიუთითეთ -სუპერვაიზერი
შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით 555090011

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე