იტალიური ბისტრო "Milanese Bistro" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის და სუ-შეფის პოზიციაზე!
ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე და გამოცდილ კადრებს ორ ლოკაციაზე:
** პეკინის ქ. #8
** გლდანი (გლდანი პლაზა, 1-ელი სართული, ი. ვეკუას ქ.)
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (შეთანხმებით)
ძირითადი მოვალეობები:
** საავტორო კერძების მომზადება შემუშავებული ტექნოლოგიური ბარათებისა და იტალიური სამზარეულოს სტანდარტების მიხედვით
** კერძების მაღალი ხარისხისა და ვიზუალის უზრუნველყოფა
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და სწორი დასაწყობება
ძირითადი მოთხოვნები:
** იტალიურ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** გუნდური მუშაობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** სტრესულ გარემოში სწრაფად და ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაოს და პროფესიულ განვითარებას
** უფასო კვებით უზრუნველყოფას
** მეგობრულ, დინამიკურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: bistroground84@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ: "მზარეული - ლოკაცია")
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555090011
|