Робота для біженців з України
ელექტროინჟინერიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტროინჟინერიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინფრაკონცეფტი
გამოქვეყნდა: 10 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
შპს "ინფრაკონცეფტი" 2025 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო და საპროექტო მიმართულებით. კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა, რაც მოიცავს ისეთი საზოგადოებრივი ობიექტების განვითარებას, როგორებიცაა: სკოლები, საბავშვო ბაღები, საქალაქო პარკები, სპორტული მოედნები და სხვა.

გაფართოების მიზნით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტროინჟინერიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო სისტემების დაპროექტება;
** სუსტი დენების ქსელების დაპროექტება;
** მომზადებული პროექტების შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** საპროექტო კომპანიაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია შესრულებული პროექტის წარმოდგენა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა.

კომპიუტერული პროგრამები: Autocad

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე hr.artidea2015@gmail.com. მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-"ელექტროინჟინერი" და ასევე მიუთითეთ სასურველი ანაზღაურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე