სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" არის ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ყოველდღიური, დამღლელი რუტინისგან და სტრესისგან გათავისუფლება ან უბრალოდ უქმეების სასიამოვნოდ გატარება, საკუთარი თავის განებივრება სურს.
პირობები:
** სამუშაო ადგილი ქ. წყალტუბო, სასტუმრო "პარკ რეზორტ წყალტუბო".
** ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი, ყოველ მეოთხე დღეს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: hotel@parkresort.ge
ტელ: 555145375; 599448335
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|