Робота для біженців з України
ტექნიკური სპეციალისტი - ელექტრონიკის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი - ელექტრონიკის ტექნიკოსი
მომწოდებელი: პრო საუნდი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
"Pro Sound" ეძებს ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებულ თანამშრომელს, რომელიც იმუშავებს პროფესიონალურ საკონცერტო და LED ტექნიკასთან.

ძირითადი მოვალეობები:

** LED ეკრანის მოდულების დიაგნოსტიკა და დაზიანებული პიქსელების აღდგენა/შეკეთება;
** ელექტრონული პლატების (PCB) დიაგნოსტიკა და წვრილი სარემონტო სამუშაოები;
** 3-ფაზიანი დენის კაბელების აწყობა და შეკეთება;
** სხვადასხვა ტიპის კონექტორების მონტაჟი და კაბელების ტესტირება;
** საკონცერტო ტექნიკისა და მოწყობილობების დიაგნოსტიკა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;
** დაზიანებული ელექტრონული და ელექტრული კომპონენტების აღმოჩენა და შეცვლა;
** მოწყობილობების პროფილაქტიკური შემოწმება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ელექტრონიკისა და ელექტრობის საბაზისო ცოდნა;
** მულტიმეტრისა და სხვა საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;
** სოლდერინგის / ელექტრონულ პლატებზე მუშაობის გამოცდილება ან სწავლის სურვილი;
** ელექტრო კაბელებთან და კონექტორებთან მუშაობის უნარი;
** ტექნიკური აზროვნება და პრობლემის მიზეზის მოძებნის უნარი;
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება.

LED ეკრანებთან ან პროფესიონალურ საკონცერტო ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა, თუმცა აუცილებელი არ არის — მთავარია ტექნიკური უნარები და სწავლის სურვილი.

რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებული ელფოსტის მისამართებზე:

gio.khoti@gmail.com;
shalvamekhrishvili@gmail.com;
info@prosound.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე