Робота для біженців з України
შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Triart
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
Triart აცხადებს ვაკანსიას შოურუმის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (11:00-18:00 საათამდე. შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში მოსული მომხმარებლების პროფესიონალური დახვედრა.
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის შესწავლა და მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
** გაყიდვების სრული პროცესის მართვა: შეკვეთის გაფორმება და გადახდის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ან მომსახურების სფეროში (სასურველია შოურუმში მუშაობის გამოცდილება).
** საუბრისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office).
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: sales@triart.ge არაუგვიანეს 06.09.2026. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "შოურუმის გაყიდვების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე