Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების ზედამხედველი/კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების ზედამხედველი/კოორდინატორი
მომწოდებელი: ევროპანელ გრუპი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
კომპანია "ევრო პანელ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ზედამხედველი/კოორდინატორის პოზიციაზე.

https://panels.ge/
https://www.facebook.com/europanels.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ხელფასი: 1500 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + პროექტზე მიბმული საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტების მონიტორინგი;
** თანამშრომლების (ხელოსნების) გამოცხადების გრაფიკის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს აზომვითი ნახაზების წარმოება, აღწერა და ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი;
** რეპორტინგის წარმოება

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

პერსონალური უნარები:

** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** თანმიმდევრული;
** საქმისადმი ერთგული;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: hr@europanels.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე