დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.
დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.
"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგის პოზიციაზე:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება, კვალიფიკაციიდან გამომდინარე,
** ბენეფიტები: კვება, დაზღვევა კომპანიის თანადაფინანსებით.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღება, დასაწყობება, გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სასაწყობო მარაგების მართვა და სისტემატური კონტროლი (ნაშთების გადამოწმება);
** პერიოდულ და გეგმურ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
** პროდუქციის უსაფრთხო შენახვისა და საწყობში წესრიგის უზრუნველყოფა;
** დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესების ზედამხედველობა და კოორდინაცია;
** შესყიდვებისა და ლოჯისტიკის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია 1-2 წელი);
** სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: 1C, APEX, ORIS ან სხვა ERP სისტემები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** დოკუმენტაციასთან (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Hr@geopro.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საწყობის გამგე".
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|