Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CRSco
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
კომპანია CRSco-ს შესახებ:

"CRSco" არის სარემონტო-სამშენებლო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და სტაბილურ განვითარებაზე. ჩვენ ვაფართოებთ საქმიანობას და ვეძებთ ძლიერ, შედეგზე ორიენტირებულ კადრს გაყიდვების მიმართულებით.

ვის ვეძებთ?

ვეძებთ მოტივირებულ, თვითორგანიზებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც არ ეზარება შრომა, უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და ორიენტირებულია კომპანიის საერთო წარმატებაზე.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კადრი, რომელსაც აქვს გარე კონტაქტებიდან (Active Sourcing / B2B) კლიენტების მოძიების და მოლაპარაკებების დამოუკიდებლად მართვის უნარი.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოთხოვნები:

** პირადი ავტომობილი (სავალდებულოა) — გადაადგილებისა და შეხვედრების ეფექტურად მართვისთვის;
** აქტიური გაყიდვების გამოცდილება: გარე წყაროებიდან კლიენტების მოზიდვისა და "ცივი/ცხელი" კონტაქტების დამუშავების უნარი;
** თვითმოტივაცია და თვითორგანიზება: საკუთარი დროის, შეხვედრებისა და დავალებების დამოუკიდებლად დაგეგმვა;
** კომპანიაზე ორიენტირებულობა: შედეგზე, გაყიდვების ზრდასა და ხანგრძლივ თანამშრომლობაზე ფოკუსირება;
** გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების აქტიური ძიება (გარე კონტაქტები, B2B შეხვედრები, ობიექტებზე ვიზიტები);
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება, პრეზენტაციების ჩატარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** კომპანიის სარემონტო-სამშენებლო მომსახურებების შეთავაზება და გარიგებების დახურვა;
** კლიენტთა ბაზის შექმნა და არსებულ პარტნიორებთან ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნება.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + მაღალ საბონუსე სისტემას (გაყიდვებიდან პროცენტი);
** საწვავის ლიმიტის / ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას;
** კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
** თავისუფლების მაღალ ხარისხს საკუთარი სამუშაო გრაფიკისა და შეხვედრების დაგეგმვაში.

როგორ დაგვიკავშირდეთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: managmentex@gmail.com. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი - CRSco".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე