|
დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი/გაყიდვების ოფისის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
მეტრო ატლას ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
კომპანია სს "მეტრო ატლას ჯორჯია" ეძებს გაყიდვების წარმომადგენელს/გაყიდვების ოფისის კონსულტანტს.
სამუშაო ადგილი: ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. №1
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების ოფისში მოსული კლიენტების მიღება და კონსულტაცია;
** კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** აპარტამენტების გაყიდვისა და გაქირავების მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება;
** სავაჭრო ცენტრში არსებული გასაქირავებელი ფართების, კომერციული სივრცეებისა და სტენდების შესახებ კლიენტების ინფორმირება;
** ფართების კვადრატულობის, პირობებისა და ხელმისაწვდომი ვარიანტების გაცნობა;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება.
მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (აუცილებელია);
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარები;
** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** 2 დასვენების დღე.
ანაზღაურება:
** ხელფასი განიხილება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** წარმატებული მუშაობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა.
hr@metro360.ge. აღნიშულ მეილზე შემოვიდეს სივები, ასევე აუცილებელია მიუთითონ ვაკანსისი დასახელება გამოგზავნის წინ.
|
|
|
|