Робота для біженців з України
ლუდის ჩამომსხმელი, მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლუდის ჩამომსხმელი, მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ლუდი და კანჭი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია "ლუდი და კანჭი" აცხადებს ვაკანსიას 2 განსხვავებულ პოზიციაზე: ლუდის ჩამომსხმელი და მზარეულის დამხმარე.

საერთო სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა, 12-საათიანი გრაფიკი, 2 დღე დასვენება;
** ანაზღაურება: 1100 ლარიდან.

1. ლუდის ჩამომსხმელი

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ჩამოსასხმელი ლუდის ასორტიმენტის გაცნობა და სწორი ჩამოსხმა;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და ლუდის კასრების (კეგების) შეცვლა;
** ჩამომსხმელი აპარატების და სამუშაო ზონის სისუფთავის შენარჩუნება.

2. მზარეულის დამხმარე

მოვალეობები:

** კერძების მომზადება გაზის გრილზე;
** ინგრედიენტების წინასწარი მომზადება;
** სამზარეულოში ჰიგიენური ნორმებისა და სისუფთავის მკაცრი დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები ყველა კანდიდატისთვის:

** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური განწყობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (არარსებობის შემთხვევაში, ადგილზე შეგასწავლით).

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: ludidakanchi@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 711538.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე