"Pro Sound" ეძებს კრეატიული ხედვისა და სივრცობრივი აზროვნების მქონე თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს პროფესიონალური საკონცერტო სცენების, LED ეკრანებისა და განათების ვიზუალურ კონცეფციას.
ძირითადი მოვალეობები:
** სცენოგრაფიული კონცეფცია: სცენის ვიზუალური იდეის მოფიქრება — Moodboard-ებისა და reference-ების მოძიება, დეკორაციების, LED ეკრანებისა და განათების სინთეზური სტილის შექმნა;
** დიზაინერთა გუნდის მართვა: 3D და გრაფიკული დიზაინერებისთვის მკაფიო დავალებების მიცემა, იდეის სწორად გადაცემა და ვიზუალური ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკურ გუნდთან ინტეგრაცია: კრეატიული იდეების შეთანხმება ხმის, განათებისა და LED ეკრანების ტექნიკურ ინჟინრებთან (იდეის ტექნიკური რეალიზებადობის უზრუნველყოფა);
** ლოკაციაზე მონიტორინგი: სცენის აწყობისა და დეკორირების პროცესში უშუალო მონაწილეობა საბოლოო ვიზუალური შედეგის დასაცავად;
** მასალებისა და სცენოგრაფიის შერჩევა: დეკორაციებისთვის საჭირო მასალების მოძიება და შერჩევა.
** პროექტების მენეჯმენტი: ერთდროულად რამდენიმე სცენოგრაფიულ პროექტზე მუშაობა და პროცესის მართვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** კრეატიული და სივრცობრივი აზროვნება: სცენოგრაფიის, მასშტაბისა და ვიზუალური ეფექტების აღქმის უნარი;
** მასალების ცოდნა: სცენის დეკორაციების მასალების (ხე, ლითონი, აკრილი, ქსოვილი) ცოდნა;
** განათების სცენოგრაფია: LED ზოლებისა და განათების ელემენტების დეკორაციებში ინტეგრირების პრინციპების ცოდნა;
** დავალების ფორმულირება: დიზაინერებსა და კონტრაქტორებთან ზუსტი, დეტალური და ტექნიკური კომუნიკაციის უნარი;
** ბაზრის ცოდნა: სარეკლამო-საწარმოო კომპანიებთან და დეკორატორებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა: სტრესულ გარემოში სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და დროის მართვის უნარი.
სამუშაო პროცესში გექნებათ შეხება:
3D დიზაინერებთან, ხმის, განათებისა და LED ეკრანების ინჟინრებთან, სცენოგრაფიულ მასალებთან, განათების სპეცეფექტებთან და მასშტაბურ საკონცერტო/შოუ-პროექტებთან.
გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00 - 18:00), საჭიროებისამებრ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილებზე: shalvamekhrishvili@gmail.com ; info@prosound.ge
|