"Mixxon" არის პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში. კომპანია წარმოადგენს ნიშური ბრენდების პორტფელს და საქმიანობს როგორც საცალო სავაჭრო ქსელებთან (Off Trade), ასევე HoReCa სექტორთან.
ვებგვერდი: www.mixxon.ge
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის გაყიდვების ქსელის ზრდის უზრუნველყოფა ინდივიდუალურად;
** Off Trade არხის (სავაჭრო ქსელები, სუპერმარკეტები, სპეციალიზებული მაღაზიები) განვითარება და გაყიდვების ზრდა;
** სტრატეგიულ HoReCa კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება;
** ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის დაწყება;
** არსებულ კლიენტების მიერ მიღებული შეკვეთების პროგრამული გაწერა;
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული და სააქციო ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯვის კონტროლი;
** აქციებისა და სავაჭრო კამპანიების დაგეგმვა და მათი შედეგების რეპორტინგი;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** სპეციალური შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება და საქმიანი მიმოწერა;
** დებიტორული დავალიანებების მკაცრი კონტროლი და დაფარვის უზრუნველყოფა;
** რეგულარული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სადისტრიბუციო და მომიჯნავე გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საცალო სავაჭრო ქსელის ცოდნა სასურველია;
** სასურველია FMCG ან ალკოჰოლური სასმელების სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** Off Trade ქსელებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარი;
** ბიუჯეტირების და გაყიდვების ანალიტიკის გამოცდილება;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილის ქონა აუცილებელია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** უცხო ენების ცოდნა სასურველია;
** რეგიონული მივლინებების შესაძლებლობა.
პიროვნული უნარები:
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2200 ლარიდან 3500 ლარამდე.
** საწვავით უზრუნველყოფა
** უფასო სასაუბრო დრო
** სამედიცინო დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** მასტერკლასები და ცოდნის ამაღლება პრემიალურ ალკოჰოლურ სასმელებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@mixxon.ge.
|