Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: რეილაბი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"RayLab" ეძებს ტექნიკურ გუნდში ახალ თანამშრომელს ინჟინრის პოზიციაზე.

პოზიციის შესახებ

პოზიცია მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებში ადგილზე ვიზიტებს, რენტგენოლოგიურ აპარატურასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, ინსტალაციას, ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის გაზომვების ჩატარებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი და რენტგენოლოგიურ აპარატურასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** აპარატურის ინსტალაცია;
** ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის გაზომვების ჩატარება;
** გაზომვის შედეგების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში გუნდთან კომუნიკაცია;
** საზომი ხელსაწყოების სწორად გამოყენება, მოვლა და მათზე პასუხისმგებლობა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
** ტექნიკურ საკითხებთან მუშაობის უნარი და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** მზადყოფნა, იმუშაოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ადგილზე;
** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამედიცინო აპარატურასთან ან ხარისხის კონტროლის გაზომვებთან წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის — საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს ადგილზე, ეტაპობრივად, ჩვენი გუნდის დახმარებით შეისწავლით.

რას გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და სპეციალიზებული ცოდნის მიღების შესაძლებლობას;
** სრულფასოვან პრაქტიკულ სწავლებას გამოცდილ ინჟინრებთან;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ანაზღაურება:

** სტაჟირების პერიოდი — 3 თვე: 900 ლარი
** 3 თვის შემდეგ: 1200 ლარი

ჩვენ შესახებ

"RayLab" არის კომპანია, რომელიც საქართველოში ახორციელებს სამედიცინო აპარატურის დისტრიბუციას და უზრუნველყოფს კომპლექსურ საინჟინრო მომსახურებას.

ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ზოგად და სტომატოლოგიურ კლინიკებთან, ასევე სხვადასხვა საწარმოსთან, ვუზრუნველყოფთ სამედიცინო აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას, რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საჭირო სამუშაოებს, შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში დახმარებას და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი ვალდებულებების შესრულებას.

თუ ხარ ტექნიკური განათლების მქონე, პასუხისმგებლიანი პიროვნება, გაქვს ტექნიკური საკითხებისადმი ინტერესი და გინდა შეიძინო ახალი, სპეციალიზებული ცოდნა სამედიცინო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მომსახურების მიმართულებით — გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე khatia@raylab.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე