HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" ეძებს პარტნიორი ორგანიზაციისთვის საწყობის ცვლის ლიდერს.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის ცვლის სამუშაო პროცესების ეფექტურ მართვას, თანამშრომლების კოორდინაციას და ოპერაციების შეუფერხებელ მიმდინარეობას.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ცვლის სამუშაო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
** საწყობში მომუშავე თანამშრომლების სამუშაო დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** გუნდის ყოველდღიური მართვა, მხარდაჭერა და სამუშაო დისციპლინის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მიღების, განთავსების და შენახვის პროცესების კონტროლი;
** შეკვეთების აწყობის პროცესის კონტროლი და დროული შესრულების უზრუნველყოფა;
** სასაწყობო ოპერაციების, მარაგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი;
** HACCP, GMP, QIP და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების ინსტრუქტაჟი და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელობისთვის მიმდინარე პროცესების, პრობლემებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები:
** საწყობში ან ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება საკვები პროდუქტების მიმართულებით;
** საწყობის თანამშრომლების მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სასაწყობო პროცესების ცოდნა;
** ლიდერული უნარები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასაწყობო აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვების თანხას;
** სატელეფონო ლიმიტს;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორაციულ პირობებს.
სამუშაო ადგილი: ლოჭინის ხევი, თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV - vkakuchaia@onepoint.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.`
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით
|