Робота для біженців з України
ბარისტა/მოლარე-ოპერატორი - წინანდალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა/მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Veloce
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"Veloce" არის ახალი, თანამედროვე კონცეფციის დრაივ-კაფე წინანდალში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ყავას, სასმელებსა და სწრაფ, გემრიელ წასახემსებლებს. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პოზიტიურ და მოტივირებულ გუნდის წევრებს ბარისტა/მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: კახეთი, სოფელი წინანდალი, წინანდლის ბაღის მოპირდაპირე მხარე
დასაქმების ტიპი: სრული ან ცვლიანი გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების სწრაფი, მეგობრული და ხარისხიანი მომსახურება დრაივ-ზონაში
** ყავის, ცივი/ცხელი სასმელებისა და წასახემსებლების მომზადება
** სალარო ოპერაციების წარმოება და ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18+ (სრულწლოვანი)
** გამართული, პოზიტიური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** დინამიკურ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი)
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ადგილზე სწავლებასა და ტრენინგს (გამოცდილება სავალდებულო არ არის)
** ენერგიულ, ახალგაზრდულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან ინფორმაცია თქვენს შესახებ მეილზე: chotalishvili.sandro@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე