კომპანია "ეკორენტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და აქტიურ თანამშრომელს, რომელიც ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პროცესების ეფექტიან დაგეგმვასა და კონტროლს.
ძირითადი მოვალეობები
** ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად ყოველდღიური მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** მძღოლებისთვის დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
** მიმდინარე მარშრუტებისა და ავტომობილების გადაადგილების მონიტორინგი;
** შეკვეთების დროულად მიწოდებისა და წამოღების პროცესის კოორდინაცია;
** მძღოლებთან მუდმივი კომუნიკაცია და დღის განმავლობაში წარმოქმნილი საოპერაციო საკითხების გადაწყვეტა;
** ავტომობილების საწვავის მოხმარების აღრიცხვა და კონტროლი;
** საწვავის ხარჯების მონიტორინგი და შესაძლო გადახრების გამოვლენა;
** კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ავტომობილების გეგმური ტექნიკური მომსახურების, ზეთის შეცვლის, საბურავების, ტექდათვალიერებისა და სხვა საჭირო სერვისების დროულად დაგეგმვა;
** ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მონაცემების მოწესრიგება;
** ლოჯისტიკური მონაცემების Excel-ში აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** ლოჯისტიკის მენეჯერის მხარდაჭერა სხვა ყოველდღიურ საოპერაციო საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** სასურველია გამოცდილება ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, დისტრიბუციის ან ავტოპარკის მართვის მიმართულებით;
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** რამდენიმე მიმდინარე დავალების ერთდროულად მართვის უნარი;
** მძღოლებთან და სხვა თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემურ სიტუაციებში სწრაფად რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია.
პიროვნული თვისებები
ვეძებთ ადამიანს, რომელიც არის ორგანიზებული, ენერგიული, ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი. ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დავალებების შესრულება, არამედ პროცესების კონტროლი — კანდიდატს უნდა შეეძლოს დროულად შეამჩნიოს პრობლემა და იმოქმედოს მის მოსაგვარებლად.
სამუშაო პირობები
** პოზიცია: ლოჯისტიკის კოორდინატორი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი — ოფისიდან; შაბათი — დისტანციურად;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, კ. ქუთათელაძის ქ.;
** ანაზღაურება: 1, 600 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: office@ecorent.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "ლოჯისტიკის კოორდინატორი".
|