"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
ვაკანსია: რესტორნის მენეჯერი
"კომპლექსი კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტური მართვა
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმრებისთვის მაღალი დონის გამოცდილების უზრუნველყოფა
** პერსონალის მართვა, გადამზადება და მოტივაცია
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ოპერაციული პროცესების კოორდინაცია
** მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი
** სანიტარული, უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი უკუკავშირის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება
** ლიდერული და ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|