"თამაშობანა" ეძებს ზეიმების წამყვანებს!
კეთილი იყოს შენი მობრძანება თამაშობანას ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციაზე
თუ შეგიძლია ბავშვი გააცინო, დაუმეგობრდე, თამაშში აიყოლო, სცენაზე თავისუფლად იგრძნო თავი და სხვისი ბედნიერი დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადო - დიდი ალბათობით, სწორედ შენ გეძებთ.
რას გააკეთებ?
** წაიყვან დაბადების დღეებსა და საბავშვო ღონისძიებებს
** ჩაატარებ ვორქშოპებს, თამაშებსა და სხვადასხვა აქტივობებს
** გაართობ და დაუმეგობრდები პატარა სტუმრებს
** შექმნი დაუვიწყარ ემოციებს
** იქნები ამ დღის მთავარი ენერგია
არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი ხარ თუ არა
თუ გაქვს:
** პოზიტიური ენერგია
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ბავშვებთან ურთიერთობის სიყვარული
** გუნდში მუშაობის სურვილი
** მუდმივად რაღაც ახლის სწავლის მოტივაცია
ჩვენ ყველაფერს გასწავლით.
ეს სამსახური განსაკუთრებით მოგეწონება თუ:
** სტუდენტი ხარ
** გიყვარს სცენა
** გიყვარს თამაში
** მარტივად პოულობ საერთო ენას ბავშვებთან
** ენერგია არასდროს გაკლდება
რას გთავაზობთ?
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდს
** პროფესიულ ტრენინგებს
** რეალურ გამოცდილებას ღონისძიებების ინდუსტრიაში
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** უამრავ ბედნიერ ბავშვს, რომელსაც შენი სახელი ემახსოვრება
ყველა ადამიანს არ შეუძლია ოთახში შევიდეს და რამდენიმე წუთში 20 ბავშვის ყურადღება მიიპყროს,
თუ ფიქრობ, რომ ეს შეგიძლია:
გამოგვიგზავნე CV მეილზე: hr@tamashobana.ge და subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|