Робота для біженців з України
ბანკომატების მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბანკომატების მოლარე
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას: ბანკომატების მოლარის თანამდებობაზე, ხაზინის დეპარტამენტის ნაღდი ფულისა და ფასეულობის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** საბანკომატე ფულის ფორმირება
** ბანკომატში არსებული ფულადი სახსრების მუდმივი კონტროლი
** ბანკომატების უზრუნველყოფა ფულადი ნიშნებით
** ბანკომატის ჩატვირთვა-ამოტვირთვის დოკუმენტური შესრულება
** ნაღდი ფულის შესაბამისობის შემოწმება ანგარიშგებასთან
** ბანკომატებში ფულის ჩატვირთვა-ამოტვირთვა
** ბანკომატებზე კოდის დაყენება
** ბანკომატის კოდის შესახებ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ბანკომატის გასაღების შენახვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** განათლება: უმაღლესი/საშუალო;
** მოლარედ მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები, სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნება.

თვისებები:

** გუნდურობა
** კეთილსინდისიერება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/ouE7
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე