შპს "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ;
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები); პლუს ბონუსები
ძირითადი ფუნქციები:
** ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით;
** კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში;
** მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;
** ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა;
** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი);
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მენეჯმენტი;
** სისხარტე, ოპერატიულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: tatishvilimerabi@gmail.com.. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესებული ხართ.
საკონტაქტო +995599610094
|