Робота для біженців з України
საწარმოო დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოო დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ისეკო
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
სტრუქტურული სამშენებლო მეტალის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია "ისეკო", რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მათი მართვა;
** დანადგარისთვის საჭირო მასალის მომზადება და მიწოდება;
** წარმოებული პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
** სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
** საწარმოში მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა.

მოთხოვნები:

** საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი და ტექნიკისადმი ინტერესი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ახალი ცოდნისა და ტექნიკური უნარების ათვისების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შესაბამის პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ხელფასსა და დანამატებს;
** სამუშაო ადგილზე სწავლებას და საწარმოო დანადგარებთან მუშაობის შესწავლის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების და საწარმოო დანადგარის ოპერატორად ზრდის შესაძლებლობას;
** გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე,
** მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი.
** ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ხელზე ასაღები).

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობიანი;
** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 511 52 88 44 ნომერზე ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@iseko.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "საწარმოო დანადგარის ოპერატორი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე