შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს კონკურსს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
** ხელმძღვანელობს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების საქმიანობას, უზრუნველყოფს მის ეფექტიან მართვასა და სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობას;
** უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, ავტორიზაციის სტანდარტებთან და სხვა მოქმედ ნორმატიულ აქტებთან;
** ქმნის უსაფრთხო, ჯანსაღ, ინკლუზიურ და ბავშვზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს თითოეული ბავშვის კეთილდღეობასა და ჰოლისტურ განვითარებას;
** ორგანიზებას უწევს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს და სისტემატურად ახორციელებს მისი ხარისხის მონიტორინგს;
** ხელმძღვანელობს თვითშეფასების პროცესს, ამზადებს და ახორციელებს ხარისხის გაუმჯობესების გეგმებს;
** უზრუნველყოფს ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებასა და უწყვეტ განვითარებას;
** გეგმავს, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს პედაგოგიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საქმიანობას;
** ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, გეგმავს შეფასებისა და მხარდაჭერის პროცესებს;
** უზრუნველყოფს დაწესებულების ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და არსებული ბაზის ეფექტიან გამოყენებასა და მართვას;
** უზრუნველყოფს მშობლებთან, თანამშრომლებთან, სახელმწიფო უწყებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტიან კომუნიკაციას;
** ამზადებს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ ანგარიშებსა და დოკუმენტაციას;
** ასრულებს აკადემიის გენერალური დირექტორისა და დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა სამსახურებრივ დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კანდიდატი უნდა იცნობდეს:
** საქართველოს კანონს "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ";
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტს;
** სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებსა და ავტორიზაციის პროცედურებს;
** სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნებს;
** სკოლამდელი დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
** სკოლამდელი დაწესებულებების კვების ორგანიზების ტექნიკურ რეგლამენტს;
** აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;
** ხარისხის მართვისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (განათლების, სკოლამდელი აღზრდის, პედაგოგიკის, განათლების ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
** სასურველია მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სახელმწიფო ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული კომპეტენციები:
** ლიდერული და მენეჯერული უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი;
** პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი.
სამუშაო ადგილი: შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი". ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. №4
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე info@cea.ge გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია, ვაკანსიის მითითებით:
** CV (რეზიუმე) ფოტოსურათით;
** სამოტივაციო წერილი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში.
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" უზრუნველყოფს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|