"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს მხარდამჭერ მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს.
სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა;
** მოსწავლეებისათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
** მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის, საორგანიზაციო საკითხებისა და მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ;
** მასწავლებლის მხარდაჭერა საგაკვეთილო პროცესში.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ელფოსტაზე: info@sist.ge. დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად ექნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
|