Робота для біженців з України
ბრენდის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდის მენეჯერი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
საერთაშორისო ბრენდების - Barilla, Haribo, Capri-Sun, MacCoffee და Doshirak-ის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია "არგო" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების/კომპეტენციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორი ბრენდების მარკეტინგული, თრეიდ-მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
** ბრენდის მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ეფექტური ათვისების კონტროლი.
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით პრომო-აქციებისა და სამოტივაციო პროგრამების ინიცირება-აღსრულება.
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და გაყიდვების შედეგების ანალიზი.
** გაყიდვების, მერჩენდაიზინგისა და ლოჯისტიკის გუნდებთან მჭიდრო კოორდინაცია (ნაშთების კონტროლი, თაროზე განთავსების სტანდარტები, პლანოგრამები).
** სარეკლამო არხების შერჩევა და პრეზენტაციების/ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში
** ბრენდ-მენეჯმენტის, თრეიდ-მარკეტინგის ან კატეგორიის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** FMCG და სადისტრიბუციო სექტორში მუშაობის გამოცდილება
** ანალიტიკური, პრეზენტაციისა და პროექტების მართვის უნარები
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@argo-distribution.ge. გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Brand Manager.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე