Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"Citrus.ge" — ქართული ინოვაციური ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 40 000-ზე მეტ პროდუქტს 300-ზე მეტი პარტნიორი კომპანიისგან. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის მარტივი და კომფორტული ონლაინ შოპინგის გამოცდილების შექმნა.

ვაკანსია: მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტირება სატელეფონო ზარების, ვებგვერდის, სოციალური ქსელებისა და ჩათის მეშვეობით;
** კომპანიის პროდუქტების, მომსახურებებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** განვადების პირობების გაცნობა, განაცხადების შევსება და ბანკებთან კომუნიკაცია;
** შემომავალი და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** პრობლემური შემთხვევების მართვა და დროული რეაგირება;
** საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია და მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება.

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბის რაიონი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 26ა
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-4 სამუშაო დღე, 10:00-დან 21:00 საათამდე. ცვლადი გრაფიკი
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: join@crocoshop.ge. სათაურში მიუთითეთ: "მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.citrus.ge

CV-ის გამოგზავნა გულისხმობს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე