Робота для біженців з України
HVAC ინჟინერ-სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC ინჟინერ-სპეციალისტი
მომწოდებელი: მედცენტრი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ვენტილაცია-კონდიცირებისა და გათბობის სისტემების (HVAC) ინჟინერ-სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, შ.პ.ს "მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი"
განყოფილება: ტექნიკური დეპარტამენტი
სამუშაო გრაფიკი: სრული

პოზიციის მიზანი

კლინიკის ინფრასტრუქტურაში მიკროკლიმატის (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) უწყვეტი, უსაფრთხო და სანიტარული ნორმების შესაბამისი მუშაობის უზრუნველყოფა; სისტემების გეგმიური მონიტორინგი, ავტომატიკისა და ელექტრონული მართვის პლატების შეკეთება.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** HVAC და ჩილერების მართვა:
- ცენტრალური გაგრილების სისტემების (ჩილერების), სპლიტ/მულტისპლიტ კონდიციონერებისა და ჰაერის დამუშავების დანადგარების (AHU) ყოველდღიური მონიტორინგი, გამართვა და ტექნიკური მომსახურება.
- ვენტილაციის სისტემების ჰაერნაკადებისა და ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი კლინიკის სხვადასხვა ზონაში.
** ელექტრონიკა და ავტომატიკა:
- ვენტილაცია-კონდიცირებისა და გათბობის სისტემების ელექტრონული მართვის ბლოკების (პლატების) დიაგნოსტიკა.
- დაზიანებული მართვის პლატების ადგილზე შეკეთება, კომპონენტების აღდგენა/ჩანაცვლება და სისტემის კალიბრაცია.
** ფილტრაცია და ჰიგიენური ნორმები:
- შიდა და გარე ჰაერის ფილტრების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.
- ფილტრების დროული გაწმენდა, გეგმიური შეცვლა და ჰაერის სისუფთავის კონტროლი (კლინიკური სტანდარტების დაცვით).
** საქვაბე მეურნეობა:
- კლინიკის საქვაბის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა.
- გათბობის სისტემების წნევის, ტემპერატურისა და ცირკულაციის ტუმბოების კონტროლი/სერვისი.
** პროფილაქტიკა და რეაგირება:
- გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების (PPM) გრაფიკის დაცვა და აღრიცხვა.
- საავარიო შეფერხებების დროს ოპერატიული რეაგირება და პრობლემის დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება და ცოდნა:
- ტექნიკური ან პროფესიული განათლება ელექტრონიკის, ინჟინერიის, ან გათბობა-გაგრილების (HVAC) მიმართულებით.
- ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის საფუძვლიანი ცოდნა (სქემების წაკითხვა, სარჩილავ ტექნიკასთან მუშაობა, პლატების შეკეთება).
** გამოცდილება:
- მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ჩილერების, AHU დანადგარებისა და ვენტილაციის სისტემების მომსახურებაში.
- მართვის პლატებისა და ავტომატიკის შეკეთების რეალური გამოცდილება.
- საქვაბე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველი უპირატესობა:
- სამედიცინო დაწესებულებაში, ლაბორატორიაში ან მსგავსი მაღალი მოთხოვნის ობიექტზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები და კომპეტენციები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პრობლემის სწრაფი დიაგნოსტიკისა და გადაჭრის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: hr@medcenter.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06/09/2026

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე