Робота для біженців з України
სამშენებლო ობიექტის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ობიექტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ლოკო ალიანსი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის სუპერვაიზერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს მულტიფუნქციური სივრცის სარემონტო/სამშენებლო საქმიანობის შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის მენეჯმენტი, ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კონტრაქტორების უშუალო ზედამხედველობა;
** დღიური პროგრესის დოკუმენტაცია, ფოტო და ტექსტური ანგარიშების მომზადება და დირექტორისთვის დროული მიწოდება;
** ხარჯთაღრიცხვის და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** ფორმა №2-ის შედგენა და დამუშავება;
** ლოჯისტიკის ორგანიზება, მასალების მიწოდების მართვა და პრობლემების დროული გადაწყვეტა;
** ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, სამუშაოს განაწილება, პროცესის კონტროლი და შესრულებული ეტაპების ჩაბარება.

პროფესიული უნარები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე,
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების წაკითხვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის N84
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00
** სამუშაო ენა: რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
** სახელფასო რეინჯი: 2800 - 3000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე - besmartvacancy@gmail.com. გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამშენებლო ობიექტის სუპერვაიზერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე