Робота для біженців з України
სატვირთოს მძღოლი - C კატეგორია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატვირთოს მძღოლი - C კატეგორია
მომწოდებელი: ჯითისი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფის" შვილობილი კომპანია "ჯითისი კონტინენტალი" აცხადებს ვაკანსიას სატვირთოს მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 126
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება ფიქსირებული - 2000 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკით ტვირთის გადაზიდვები;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
** მარშრუტების დოკუმენტაციის ყოველდღიური წარმოება;
** პროდუქციის მიწოდება ობიექტებისთვის სატვირთო მანქანის საშუალებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით;
** პროდუქციის დაუზიანებლად მიტანა ადგილზე;
** ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე