Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MKL Shipping
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
ამერიკული ავტოიმპორტიორი კომპანია "MKL Shipping" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

"MKL Shipping" 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ავტომობილების იმპორტს აშშ-დან, ფლობს 4 საკუთარ ავტოსადგომს ამერიკის ოთხ შტატში პორტებთან; უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ სერვისს გლობალურ ბაზარზე. 80 000+ ავტომობილი, 25 000+ კონტეინერი და 80 000+ კმაყოფილი მომხმარებელი MKL Shipping-ის გამოცდილების დასტურად გვევლინება.

ქართული წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2023 წლიდან. 2025 წლიდან MKL-ის სერვისებს დაემატა სამხრეთ კორეიდან ტრანსპორტირება.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ლიდების დამუშავება და მონაცემთა ბაზების გენერირება;
** აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან (ცივი ზარები და შეხვედრები);
** გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოსა და შედეგების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოიმპორტის სფეროში);
** ავტომობილების მოდელების საბაზისო ცოდნა;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად);
** პირადი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემას;
** პროფესიული და კარიერული ზრდის მუდმივ მხარდაჭერას (მათ შორის პერმანენტულ ტრენინგებს);
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი:

** თბილისში: იაკობ ნიკოლაძის ქ. #3
** ბათუმში: ა. კაჭარავას ქ. #5

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@mklshipping.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე